სპორტი
უელსელი ვარსკვლავი 6 ერის დასაწყისს გამოტოვებს

უელსელი ვარსკვლავი 6 ერის დასაწყისს გამოტოვებს

უელსის ნაკრების და „სკარლეტსის“ ვარსკვლავს ლი ჰალფპენის, უქმობა კიდევ სამიდან ხუთ კვირამდე მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ 30 წლის ფულბექი 6 ერის დასაწყისს გამოტოვებს. „ლის სპეციალისტები აკვირდებიან და ის თამაშს კიდევ სამიდან ხუთი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ის იმედგაცრუებულია, მაგრამ მისი ჯანმრთელობა უპირველესია“, - განაცხადა „სკარლეტსის“ მთავარმა მწვრთნელმა უენ პივაკმა. ჰალფპენიმ ნოემბრის ტესტებზე, ავსტრალიასთან მატჩში ტვინის შერყევა მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის