სპორტი
ბარსელონა კვლავ ვილიანზე მუშაობს - Sky Sports

ბარსელონა კვლავ ვილიანზე მუშაობს - Sky Sports

ცნობილი ბრიტანული გამოცემა Sky Sports წერს, რომ "ბარსელონა" კვლავ ვილიანის ტრანსფერზე მუშაობს. ბრაზილიელი შემტევის დამატება, კლუბს ზაფხულში სურდა, თუმცა მაშინ "ჩელსიმ" 60 მილიონიან შეთავაზებაზეც უარი განაცხადა. საბოლოოდ, ვილიანის ნაცვლად "ბარსელონამ" მისი თანამემამულე, მალკომი დაიმატა. შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფეხბურთელი "ჩელსიმ" 30 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ"ანჟიდან" 2013 წელს დაიმატა. მას კონტრაქტი 2020 წელს ეწურება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის