სპორტი
ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ჰაცუ ბაშოზე ჰოკოტოფუჯი იქნება

ტოჩინოშინის პირველი მეტოქე ჰაცუ ბაშოზე ჰოკოტოფუჯი იქნება

დასავლეთის ოძეკი, 31 წლის ლევან გორგაძე – ტოჩინოშინი (სიმაღლე 191 სმ, წონა 175 კგ) პირველ დღეს დასავლეთის N2 მაეგაშირას, 26 წლის იაპონელ ჰოკოტოფუჯის (სიმაღლე 184 სმ, წონა 164 კგ) შეხვდება. ურთიერთშეხვედრებში ლევანი 2:1 იგებს. ეს ერთადერთი მარცხი ჰოკოტოფუჯისთან მან 2018 წლის ნოემბრის ბაშოს მეხუთე დღეს, იმ დროს N1 მაეგაშირას წოდების მქონესთან, განიცადა. ბაშოზე გამოსვლა ჰოკუტოფუჯიმ მინიმალური უარყოფითი ბალანსით (7:8) ანუ მაკე-კოშით დაასრულა და წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითდა. ტოჩინოშინის მეტოქე ბაშოს მეორე დღეს აღმოსავლეთის N2 მაეგაშირა, 28 წლის იაპონელი ნიშიკიგი (სიმაღლე 186 სმ, წონა 175 კგ) იქნება. ლევანმა ნიშიკიგი 2018 წლის ნოემბრის ბაშოს მეორე დღეს დაამარცხა, სულ კი მათ შორის გამართული ოთხი შეხვედრიდან სამი აქვს მოგებული. ნოემბრის ბაშო ნიშიკიგიმ მინიმალური დადებითი ბალანსით (8:7) ანუ კაჩი-კოშით დაასრულა და წოდებაში ერთი საფეხურით დაწინაურდა. ჯურიო დივიზიონში დაბრუნებული 31 წლის თეიმურაზ ჯუღელი – გაგამარუ (სიმაღლე 186 სმ, წონა 199 კგ) პირველ შეხვედრას მაკუშიტა დივიზიონის პირველ ნომერ კირიბაიამასთან გამართავს. მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის