მსოფლიო
CNN: ამერიკამ სირიიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო

CNN: ამერიკამ სირიიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო

“ზოგიერთი სატვირთო უკვე გაყვანილია”, – აღნიშნა წყარომ. ფაქტი თურქულ სააგენტო Anadolu- ს პენტაგონში წყარომ ასევე დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ჯარის ნაწილის გაყვანა დაიწყო. გასული წლის 19 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაღალჩინოსნებთან კონსულტაციის შემდეგ, სირიიდან ჯარის გაყვანა გადაწყვიტა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Twitter- ზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა “ისლამური სახელმწიფო” (აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია) დაამარცხა. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 4 იანვარს განაცხადა, რომ სამხედროებმა სირიიდან გასვლა დაიწყეს. ამავდროულად, მან დასძინა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ, რადგან მათი მიზანი ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფაა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ სირიაში ახალი ბრძოლისთვის მზად არის, მაგრამ ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ ეს არ მოხდება.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის