სპორტი
სტივ კერი: "ჯერ კიდევ არ გვყოლია ისეთი კალათბურთელი, როგორიც დემარკუს კაზინსია"

სტივ კერი: "ჯერ კიდევ არ გვყოლია ისეთი კალათბურთელი, როგორიც დემარკუს კაზინსია"

"გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კერიმ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ხედავს ცენტრ დემარკუს კაზინსის დებიუტს. "კაზინსი სასტარტოში იქნება. ამის შემდეგ ბევრი რამ გახდება ცნობილი. კომბინაციებს შევხედავთ, აგრეთვე იმას, თუ რამდენი წუთი შეძლებს თამაშს". "ჯერ კიდევ არ გვყოლია ისეთი კალათბურთელი, როგორიც კაზინსია. ეს რაღაც ახალი იქნება. ისე არა, რომ უბრალოდ დავაყენებთ მას და ყველაფერს გამოიმუშავებს. მასზე ვითამაშებთ და ამას მივეჩვევით". "საბედნიეროდ, მხოლოდ სეზონის ნახევარი გავიდა და კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი", - ციტირებს კერის სიტყვებს ESPN.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის