ეკონომიკა
2018 წელს, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა

2018 წელს, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 23%-ით გაიზარდა


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2018 წლისგანმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55%-ით, ხოლო2016 წელთან შედარებით 77.20%-ით არის გაზრდილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 808 619 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.37%-ით (644 480 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2017 წლის მონაცემებითგადაყვანილი მგზავრების რაოდენობა;

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 598 891 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 20.83% ით (103 223 მგზავრით) მეტია 2017 წლისმაჩვენებელზე;

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 52.37%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 617 373 მგზავრი - 212 200 მგზავრით მეტივიდრე 2017 წელს;

2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 557-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულიყო - 24 536, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 21 519, ხოლო ჩარტერების 3 017. 2017 წელს განხორციელებულ რეისების რაოდენობასთანშედარებით, ზრდა 16.96%-ს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის მონაცემებით, წამყვან პოზიციებზე სამავიაკომპანია იმყოფება, ესენია: "Wizz Air", "Turkish Airlines" და ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways"-ი. სხვაობა სამი ავიაგადამზიდველისმიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველიხუთეული ასე გამოიყურება:

· ავიაკომპანია "Wizz Air" – 587 179 მგზავრი 12%;

· ავიაკომპანია "Turkish Airlines" – 559 749 მგზავრი 11%;

· ავიაკომპანია "Georgian Airways" – 550 831 მგზავრი 11%;

· ავიაკომპანია "Ural Airlines" – 294 000 მგზავრი 6%

· ავიაკომპანია "Fly Dubai" – 250 296 მგზავრი 5%

2018 წლის განმავლობაში 45 069 მგზავრი გადაიყვანა ამავე წელს დაფუძნებულმა ქართულმა ავიაკომპანია "Myway Airlines"-მა, 20 822 მგზავრისგადაყვანა უზრუნველყო „AK Air Georgia"-მ, რომელიც ასევე 2018 წელს შეიქმნა და ადგილობრივი რეისების შესრულებითაა დაკავებული. მათი წილისაავიაციო ბაზარზე ამ ეტაპზე უმნიშვნელოა. "Georgian Airways"-ის მიერ გადაყვანილი მგზავრების გათვალისწინებით, პროცენტული თანაფარდობაქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის ერთი წლის დინამიკაში მცირედით შეიცვალა და თუ 2017 წელს გადაყვანილი მგზავრების 90%უცხოური ავიაკომპანიებზე მოდიოდა, 2018 წელს მათი წილი 2%-ით შემცირდა და შესაბამისად წილობრივი მონაცემები ასე გადანაწილდა: 88% (უცხოური ა/კ) / 12% (ქართული ა/კ).


წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის