საზოგადოება
„პაციენტთა მომართვიანობა შემცირებულია“ - დავით ლოლაძე

„პაციენტთა მომართვიანობა შემცირებულია“ - დავით ლოლაძე

მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის დავით ლოლაძის თქმით, ამ დროისათვის ცენტრში 25 პაციენტი მკურნალობს. ლოლაძე აცხადებს, რომ პაციენტთა მიმართვიანობა შემცირებულია და აღნიშნავს, რომ გუშინ ცენტრში ექვსი პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, H1N1-ის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა.

„ჩვენი კლინიკა სრული დატვირთვით მუშაობს. შეზღუდა ეხება მხოლოდ პაციენტის თავმდგმურს, მნახველს და კლინიკაში რიგითი მოქალაქეების გადაადგილებას, რათა არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. პაციენტთა მომართვიანობა შემცირებულია. გუშინ მცხეთის სამედიცინო ცენტრში მწვავე რესპირატორული დაავადებით ექვსი პაციენტი შემოვიდა, აქედან დადასტურდა ოთხი პნევმონია . არც ერთი დადასტურებული H1N1 არ არის, თუმცა არსებული მდომარეობიდან გამომდინარე, ყველა რესპირატორულ დაავადებას უნდა შევხედოთ ისე, როგორც დადასტურებულს და ვუმკურნალოთ შესაბამისი სქემით“, – განაცხადა დავით ლოლაძემ.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის