სპორტი
განაჩენი გამოტანილია - მიულერი ორივე მერვედფინალურ დაპირისპირებას გამოტოვებს

განაჩენი გამოტანილია - მიულერი ორივე მერვედფინალურ დაპირისპირებას გამოტოვებს

"აიაქსთან" მიღებული წითელი ბარათი გერმანელ ფეხბურთელს ძვირად დაუჯდა. თომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში, "აიაქსთან", მეორე ტაიმში პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. თავდაპირველად, ვარაუდობდნენ, რომ მიულერი თავის გუნდს მხოლოდ პირველ შეხვედრაში ვერ დაეხმარებოდა. თუმცა, "უეფას" დისციპლინარულმა კომიტეტმა თომასის დისკვალიფიკაცია ორამდე გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი თავის გუნდს მერვედფინალის ვერც ერთ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის პირველ რაუნში "ბაიერნის" მეტოქე "ლივერპული" იქნება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის