სხვადასხვა
დაშორდა თუ არა ადრიანა ლიმა შეყვარებულს - რა გამოაქვეყნა სუპერმოდელმა ინსტაგრამზე

დაშორდა თუ არა ადრიანა ლიმა შეყვარებულს - რა გამოაქვეყნა სუპერმოდელმა ინსტაგრამზე

ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ადრიანა ლიმამ და თურქმა მწერალმა მეთინ ჰარამ მათი დაშორების შესახებ თურქულ მედიაშ გავრცელებულ ინფორმაციას ორიგინალურად უპასუხეს. ადრიანა ლიმამაც და მეთინ ჰარამაც ინსტაგრამსთორიში ერთი და იგივე ფოტო ატვირთეს, ფოტოზე ისინი ხელჩაკიდებულები არიან.


თურქული მედიის ინფორმაციით, ლიმა და ჰარა ერთმანეთს 2018 წლის ბოლოს დაშორდნენ, ზოგიერთი მედია დაშორების მიზეზად ბრაზილიელი მოდელისა და თურქული საფეხბურთო კლუბის „ბეშიკტაშის“ მეკარის ლორის კარიუსის რომანს ასახელებდა. თუმცა ლიმამ ამ ინფორმაციას ყალბი უწოდა და მედიას მოუწოდა შეეწყვიტათ მსგავსი სიცრუის გავრცელება.

ადრიანა ლიმას და თურქი მწერლის რომანი 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, მათ უკვე მოასწრეს ერთმენეთის ოჯახების გაცნობა, თუმცა აპირებენ თუ არა დაქორწინებას და ურთიერთობის გაოფიციალურებას ჯერჯერობით მედიისთვის უცნობია. მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია ამ ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა, თუმცა საბოლოოდ ყველა ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა.

ადრიანა ლიმასა და სერბი კალათბურთელის, მარკო იარიჩის 6 წლიანი ქორწინება 2016 წელს დასრულდა. მას პირველი ქორწინებიდან 2 შვილი ჰყავს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის