საზოგადოება
"სწავლის დაწყების შემდეგ შესაძლოა, გრიპის შემთხვევებმა მოიმატოს" - პედიატრი

"სწავლის დაწყების შემდეგ შესაძლოა, გრიპის შემთხვევებმა მოიმატოს" - პედიატრი

პედიატრი თემურ მიქელაძე ამბობს, რომ სწავლის დაწყების შემდეგ შესაძლოა, გრიპის შემთხვევებმა მოიმატოს, მაგრამ სპეციალისტს არ გონია, რომ ვურუსმა პიკურ მაჩვენებელს მიაღწიოს.

"ტამიფლუ ხვალიდან პრაქტიკულად ნებისმიერ კომერციულ აფთიაქში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებშიც იქნება პრაქტიკულად უფასოდ ყველა პაციენტისთვის. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყოს ფორმა 100 წარდგენილი და ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი, რათა არ მოხდეს ამ პრეპარატის ხელაღებით, ტყუილად მიღება. მომართვიანობა ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად შემცირებულია. თუ დეკემბრის თვეში იყო მაღალი მაჩვენებელი, ახლა შემცირებულია. მაგალითად, თუ ვსინჯავდი ოთხ პაციენტს ახლა ეს რიცვხვი არის ორი .ეს ალბათ გამოიწვია იმანაც, რომ სწავლა გადავადდა. სწავლის დაწყების შემდეგ შესაძლოა მოიმატოს, მაგრამ არ მგონია, რომ იმ პიკურ მაჩვენებელს მიაღწიოს რაც მანამდე გვქონდა“ - განაცხადა თემურ მიქელაძემ.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის