სპორტი
ბაიერნი არ ნებდება - გერმანელები მიულერის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებენ

ბაიერნი არ ნებდება - გერმანელები მიულერის დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებენ

მიუნხენური გრანდი იმედოვნებს, რომ მიულერი მათ "ლივერპულთან" მეორე შეხვედრაში მაინც დაეხმარება. შეგახსენებთ, რომ უეფას ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციით, მიულერს "აიაქსთან" მიღებული წითელი ბარათის შედეგად, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. თუმცა, "ბაიერნი" შეგუებას არ აპირებს და ამ განაჩენის გასაჩირვება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნს" იმედი აქვს, რომ გერმანელი ფეხბურთელი თვის გუნდს საპასუხო შეხვედრაში დაეხმარება. მიულერმა წითელი ბარათი ნიკოლას ტალიაფიკოსთან ორთაბრძოლის დროს, უხეში თამაშისთვის მიიღო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ "რეკორდმაისტერის" მეტოქეს, "ლივერპულს", პირველ შეხვედრაში დაცვის ლიდერი, ვირჯილ ვან დეიკი ვერ დაეხმარება, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე სამი ყვითელი ბარათი დაუგროვდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის