სპორტი
ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი: "ერთადერთი, რაც რობერტს სურდა - ესპანური მზე და რეალი იყო"

ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი: "ერთადერთი, რაც რობერტს სურდა - ესპანური მზე და რეალი იყო"

რობერტ ლევანდოვსკის ყოფილმა აგენტმა, პოლონელის "რეალში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა. "ტრანსფერისთვის ბრძოლა შეგვეძლო, მაგრამ, ასეთი ქმედება რისკთან იყო დაკავშირებული, იყო შანსი, რომ ეს "რეალში" გადასასვლელად ან "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად საკმარისი არ იქნებოდა. ფეხბურთში გატარებული დროის მანძილზე, არასდროს არ მსურდა ჩემი კლიენტებით გარისკვა. ლევანდოვსკის ტრანსფერის რამდენიმე შანსი ჰქონდა. პრობლემა ისაა, რომ საფრანგეთში გადასვლის იდეა მის მეუღლეს არ მოეწონა და მათ არც ინგლისში ცხოვრება ხიბლავდათ. ერთადერთი, რაც რობერტს სურდა - ესპანური მზე და "რეალი" იყო." - ციტირებს კუხარსკის სიტყვებს Bleacher Report.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის