სხვადასხვა
49 წლის ჯენიფერ ლოპესმა თავისი იდეალური ფორმები Harper

49 წლის ჯენიფერ ლოპესმა თავისი იდეალური ფორმები Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაში გამოაჩინა (ფოტოები)

ამერიკული გამოცემა Harper's Bazaar-ის თებერვლის ნომრის მთავარი გმირი მსახიობი და მომღერალი ჯენიფერ ლოპესი იქნება.


ახალ ფოტოსესიაში ჯეი ლომ, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს თავის ფიზიკურ ფორმას და ყოველდღიურად არის სპორტით დაკავებული, კვლავ წარმოაჩინა თავისი შესანიშნავი სხეული და საზოგადოებას აჩვენა, რომ ასაკი მისთვის მხოლოდ და მხოლოდ რიცხვებია.

„მე ძალიან იშვიათად ვაცდენ ვარჯიშს. ზოგჯერ არის, რომ გვიანობამდე ვმუშაონ, მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი ჩემ თავს ვეუბნები, რომ თუნდაც ერთი საათი მაინც უნდა ვივარჯიშო.“- განაცხადა ვარსკვლავმა Harper's Bazaar-თან ინტერვიუში. ჯეი ლოს თქმით, მისი შესანიშნავი გარეგნობის ერთ-ერთი პირობა ჯანსაღი ძილიცაა, როგორც ის აცხადებს, მას დღეღამეში მინიმუმ 8 საათი მაინც ძინავს.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის