სხვადასხვა
მაიკლ ჯექსონს ისევ პედოფილიაში ადანაშაულებენ

მაიკლ ჯექსონს ისევ პედოფილიაში ადანაშაულებენ

გარდაცვლილი „პოპის მეფის“, მაიკლ ჯექსონთან დაკავშირებით გადაღებულ სკანდალურ დოკუმენტურ ფილმს „Leaving Neverland“-ს „სანდენსის“ კინოფესტივალზე იანვრის ბოლოს აჩვენებენ, თუმცა მასზე მსოფლიო მედია უკვე წერს.


როგორც TMZ-ი წერს, ფილმში ორი მამაკაცი, უეიდ რობსონი და ჯეიმს სეიფჩაკი ყვებიან ისტორიას იმის შესახებ, რომ ისინი მაიკლ ჯექსონის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ, როდესაც 7 და 10 წლისები იყვნენ. ასევე ფილმში ისინი ყვებიან იმაზე, თუ როგორ იმოქმედა ამ ტრავმამ მათ შემდგომ ცხოვრებაზე.

მაიკლ ჯექსონი ახლობლები დაგეგმილ პრემიერას მაიკლ ჯექსონის სახელით ფულის შოვნის და გაპიარების მცდელობად აფასებენ და აცხადებენ, რომ თავის დროზე რობსონმაც და საიფჩაკმაც სასამართლოს წინაშე განაცხადეს, რომ მომღერალს მათ მიმართ მსგავსი ქმედება არასოდეს ჩაუდენია.

შეგახსენებთ მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიცოცხლის პერიოდში ის პედოფილიაში არაერთხელ დაადანაშუალეს.

უეიდ რობსონი

ჯეიმს სეიფჩაკი

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის