სამართალი
„არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების გარკვეული რისკები“ - პროკურორი დ.ღ.-ს გათავისუფლებაზე

„არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების გარკვეული რისკები“ - პროკურორი დ.ღ.-ს გათავისუფლებაზე

მოზარდების მკვლელობის საქმე - დ.ღ. სასამართლომ გაათავისუფლა. აღნიშნულს ბრალდების მხარე არ ეთანხმება. პროკურორის თქმით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების გარკვეული რისკები:

„ამ შემთხვევაში გაუგებარია თუ რას ეფუძნება დაცვის მხარის პოზიცია, ბრალდების მხარემ წარმოადგინა 90-ზე მეტი მოწმე, რომლებიც დაკითხული და გამოკვლეული იქნა, ასევე წარმოადგინა არა ერთი მტკიცებულება და 15 ტომი წერილობითი მტკიცებულება, ყოველივე ამ მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდების მხარე წარადგენს საბოლოო ჯამში დასკვნით სიტყვას და სწორედ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე მოივითხოვთ ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის პოზიცია იყო, ვინაიდან დაცვის მხარეს ჰყავს დასაკითხი რამდენიმე მოწმე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ჩვენ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების გარკვეული რისკები“, - აღნიშნა პროკურორმა ბექა ქვარცხავამ.

წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის