პოლიტიკა
პრეზიდენტი: რეგიონების პრეზიდენტი ვიქნები, ამ სიტყვის ერთგული ვრჩები!

პრეზიდენტი: რეგიონების პრეზიდენტი ვიქნები, ამ სიტყვის ერთგული ვრჩები!

პრეზიდენტი ამბობს, რომ თვეში ერთხელ რომელიმე რეგიონს ესტუმროს და პრობლემებს გაეცნოს. “ის დაპირება რაც მე გავეცი, რომ მე ვიქნებოდი რეგიონების პრეზიდენტი, ნამდვილად ვაპირებ, რომ ვიყო ამ სიტყვის ერთგული, ჯერ ერთი, თელავი იყო ამის სიმბოლო, ეს არ იყო ტყუილად მოგონილი, მაგრამ ნიშანი იმის, თუ როგორ მიმაჩნია, რა მნიშვნელობას ვანიჭებ მე რეგიონებს, როგორც ამ ქვეყნის სიძლიერის საწინდარს. ასევე ვიყავი სამეგრელოში, ესეც იყო უფრო სიმბოლური, იქ ნამდვილად პრიორიტეტია სწორედ იმ საავადმყოფოს ამოქმედება, რომელიც შეიძლება გახდეს რეგიონისთვის ძალიან მიმზიდველი, და რეგიონის ამოქმედების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე იგეგმება შემდგომი ვიზიტები, და ვაპირებ თვეში ერთხელ რომელიმე რეგიონს ვეწვიო და იქ ვნახოთ არა მხოლოდ სიმბოლურად, იქ მართლაც გავეცნოთ პრობლემებს, ინიციატივებს, რომელიც შეიზლება იყოს მიღებული, და რომელსაც შეიძლება მე ჩემი საპრეზიდენტო ფუნქციიდან დავეხმარო, გავამყარო მათი ინიციატივები, და ა.შ როგორც კი ეს დაიგეგმება, თქვენც შეგატყობინებთ, რომ პრესაც იყოს ჩვენთან ერთად რეგინული ვიზიტების დროს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის