სპორტი
რაფა ნადალი მარეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

რაფა ნადალი მარეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ლეგენდარული ესპანელი სპორტსმენი, რაფაელ ნადალი, ენდი მარეის მოულოდნელ და ემოციურად გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. "ენდი, გილოცავ ყველა შენს მიღწევას! სასიამოვნო იყო შენთან ერთად ამდენი ხნის განმავლობაში თამაში! წარმატებები ყველაფერში!", - დაწერა რაფამ ტვიტერის საკუთარ გვერდზე. 31 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთელმა დღეს დილით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და დაანონსა, რომ 2019 წელი მისთვის ბოლო იქნება. ენდი კარიერას მარჯვენა ფეხის სერიოზული ქრონიკული პრობლემების გამო ასრულებს. მარეის მიზანია, რომ საჩოგბურთო კარიერა მშობლიურ "უიმბლდონზე" დაასრულოს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის