პოლიტიკა
„ბიჯოოო! ამბოხება აპრიორი ნეგატივს არ გულისხმობს, არა! თუ "მონათა ამბოხზე" გაქვთ აქცენტი, ...

„ბიჯოოო! ამბოხება აპრიორი ნეგატივს არ გულისხმობს, არა! თუ "მონათა ამბოხზე" გაქვთ აქცენტი, ...

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ქართულ პოლიტიკაში გაჩენილ ახალ ტერმინს: „ნეტავ, იმის თავში ჩამახედა, ვინც ეს მესიჯბოქსი - "ამბოხებულები" - მოიგონა. თან ალბათ, ფიქრობს, რომ მაგარი რამე თქვა. ახლა ეს კაჭკაჭრეთელებიც როგორ გულმოდგინედ იმეორებენ... ბიჯოოო! ამბოხება აპრიორი ნეგატივს არ გულისხმობს, არა! თუ "მონათა ამბოხზე" გაქვთ აქცენტი, მაშინ "ოცნებაში" მიმოიხედეთ და ბევრს დაინახავთ "მონობაში გადიდკაცებულს"!“, წერს ბონდო მძინარაშვილი. შეგახსენებთ, რა უპასუხა ერთ-ერთმა „ამბოხებლმა“ ამ ტერმინის ავტორს: „ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, რაში გამოიხატება ამბოხება? ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?“ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თანაგუნდელებს, რომლებმაც ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს ამბოხებულები უწოდეს. გედევან ფოფხაძის თქმით, მას და ასევე სხვა რამდენიმე დეპუტატს, რომლებიც პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა 10-კაციან სიას აპროტესტებენ, გუნდის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.
წყარო: geotimes.ge
გუშინ კვირის თვის