სპორტი
კონტინენტის ფარი: ლოკომოტივი ჯგუფურ ეტაპს იტალიურ ფიამე ოროსთან ასრულებს

კონტინენტის ფარი: ლოკომოტივი ჯგუფურ ეტაპს იტალიურ ფიამე ოროსთან ასრულებს

"ლოკომოტივი" შაბათს კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას გამართავს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ავჭალის სტადიონზე იტალიურ "ფიამე ოროს" უმასპინძლებს. თბილისურმა კლუბმა ევროტურნირი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე „კალვიზანოსთან“ 6:17 დამარცხდა, რასაც დეკემბერში ორი საგარეო გამარჯვება მოჰყვა იტალიაში. „რკინიგზელებმა“ ჯერ „ფიამე ოროს“ სძლიეს (29:22) გაწითლებულ დროში, ხოლო ერთ კვირაში „კალვიზანოს“ 20:13 აჯობეს. ამ მატჩში იტალიურმა კლუბმა ლელოს დადება ბოლო წუთზე შეძლო, რითაც ბონუსი აიღო. „კალვიზანომ“ ამ ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა და ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ტურში „კალვიზანო“ „ფიამე ოროს“ დაამარცხებს, პლეი-ოფში სწორედ ისინი გავლენ. "ლოკომოტივი" უახლოეს მატჩზეა კონცენტრირებული და მხოლოდ „ფიამე ოროსთან“ გამარჯვებაზე კონცენტრირებული, ხოლო იტალიური კლუბების დაპირისპირებაზე ამ მატჩის შემდეგ დაიწყებენ ფიქრს. გუნდის მთავარი მწვრთნელის თემურ ბენდიაშვილის თქმით, ისინი ჯერ მხოლოდ "ფიამე ოროსთან" დაპირისპირებაზე ზრუნავენ, ხოლო დანარჩენზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით იფიქრებენ. "ლოკომოტივს" დაუბრუნდა საუკეთესო მელელოვე გიორგი შკინინი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობაში იქნება. ის 23 სექტემბრის შემდეგ მოედანზე პირველად გავა. ტრავმირებულნი არიან და თამაშს ვერ შეძლებენ, უკანახაზელები: გიგა გაგოშვილი, გიორგი ბეგაძე და გიორგი აფციაური, მორკინალები - თორნიკე ტურაშვილი და ლევან ჭავჭავაძე. ევროთასებზე დებიუტი ექნებათ კვაჭ ერიკ ღვინჯილიას და უკანახაზელ დავით გულიტაშვილს, რომელნიც მარქაფაში იმყოფებიან. შეხვედრის მთავარი მსაჯი სარა კოქსი იქნება. ის პირველი პროფესიონალი ქალი მსაჯია, რომელიც ინგლისის პრემიერშიპში და ჩემპიონშიპში მსაჯობს. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს რაგბი ტვ შემოგთავაზებთ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის