სპორტი
რობენმა თავის პოტენციურ მემკვიდრეს რჩევა მისცა

რობენმა თავის პოტენციურ მემკვიდრეს რჩევა მისცა

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა გარემარბმა, არიენ რობენმა, ლონდონის "ჩელსის" 18 წლის ტალანტს, კალუმ ჰადსონ-ოდოის, რჩევა მისცა. "ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეა. მას ერთ რამეს ვეტყოდი: აუცილებლად მოგეცემა შანსი და თუ თვლი, რომ შესაფერისი მომენტია, მაშინ უნდა ადგე და ეს შანსი გამოიყენო. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ყველაფერი ერთნაირი სცენარით მიდის. პირველ რიგში, წინ დიდი ნაბიჯი უნდა გადადგა, გახდე პროფესიონალი მოთამაშე და მოიპოვო ადგილი ძირითადში. ამის შემდეგ იწყება უფრო სერიოზული გამოწვევა - მაღალი კლასი უნდა შეინარჩუნო და გააგრძელო განვითარება. შენი სიძლიერე მატჩიდან მატჩამდე, სეზონიდან სეზონამდე, უნდა დაამტკიცო", - აღნიშნა 34 წლის ჰოლანდიელმა. კალუმ ჰადსონ-ოდოის ტრანსფერზე "ბიერნი" აქტიურად მუშაობს. მიუნხენური კლუბის ბოსები მას რობენის შემცვლელად მოიაზრებენ და 10 ნომერსაც სთავაზობენ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის