სპორტი
ქართველმა ხელბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მალტის გამანადგურებელი ძლევით დაიწყეს

ქართველმა ხელბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპი მალტის გამანადგურებელი ძლევით დაიწყეს

გუშინ საქართველოს ნაკრები მალტის ნაკრებს შეხვდა. მასპინძელთა წინააღმდეგობის დაძლევა ქართველ ხელბურთელებს არ გასჭირვებიათ და დიდი უპირატესობით – 48:21(29:9) გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: თევზაძე, ტორონჯაძე – ცხოვრებაძე 11, კბილაშვილი 7, ჭანტურია 7, აბრამიშვილი 6, ორჯონიკიძე 4, დიხამინჯია 4, გოგოლაძე 3, წითელიშვილი 2, იმნაძე 2, არსენაშვილი 2, ჩიქოვანი, მაისურაძე, დათუკაშვილი, მსხვილიძე(თადარიგში). მწვრთნელი – ჯორჯე რაშიჩი. ჯგუფის მეორე შეხვედრა კვიპროსს და აზერბაიჯანის ნაკრებ გუნდებს შორის კვიპროსელთა გამარჯვებით 25:17(13:10) დასრულდა. დღეს საქართველოს ნაკრები აზერბაიჯანის ნაკრებს, ხოლო მალტა კი კვიპროსს ეთამაშება. მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის