სპორტი
ნიცას მწვრთნელი: "ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ, რა უნდა ბალოტელის"

ნიცას მწვრთნელი: "ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ, რა უნდა ბალოტელის"

"ნიცას" მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ ვიეირამ მარიო ბალოტელის მომავალზე კომენტარი გააკეთა. აქტიურად იწერება, რომ სუპერ მარიო საფრანგეთს საბოლოოდ დატოვებს და მშობლიურ იტალიას მიაშურებს. "ბალოტელის ნიცასთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. შესაბამისად, ის ჩვენთანაა და ნიცას შემადგენლობის ნაწილია. თუმცა ჯერ კიდევ ვერ გავიგეთ, რა უნდა მას. როდესაც მარიო გუნდის შეკრებაზე დაბრუნდება, ყველაფერი გადაწყდება", - ამბობს ვიეირა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის