სპორტი
პოჩეტინო სოლსკიაერთან შესახვედრად მზადაა

პოჩეტინო სოლსკიაერთან შესახვედრად მზადაა

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს "ტოტენჰემი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ კომენტარი ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ გააკეთა. "მზად ვარ სოლსკიაერთან შესახვედრად. მას კარგად ვიცნობ, როგორც ფეხბურთელს, რადგან გულშემატკივარს ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი შესთავაზა. 20 წლის შემდეგ, კვირას ჩვენ ერთმანეთს კვლავ ვხვდებით. კარგად მახსოვს, როგორც ვყვიროდი, როცა მას მანჩესტერში გოლი გაჰქონდა", - თქვა პოჩეტინომ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის