სპორტი
ესპანელი ახალწვეულის კომენტარი დინამო თბილისში გადასვლის შემდეგ

ესპანელი ახალწვეულის კომენტარი დინამო თბილისში გადასვლის შემდეგ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "დინამო თბილისმა" ესპანელ ფეხბურთელთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 26 წლის კარბია უკვე თბილისშია და "დინამოში" მისვლის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მივიღე ახალი გამოწვევა და დინამო თბილისში მოვედი. წარმატების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ", - წერს კარბია. შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელის გარდა, "დინამომ" ლევან კუტალია და ნოდარ იაშვილი გაიფორმა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის