სპორტი
"წარმოუდგენელი მოგზაურობა იყო, დამშვიდობება ძალიან მიჭირს", - სესკი ჩელსის გამოემშვიდობა

"წარმოუდგენელი მოგზაურობა იყო, დამშვიდობება ძალიან მიჭირს", - სესკი ჩელსის გამოემშვიდობა

ესპანელი ნახევარმცველი ლონდონურ კლუბს წერილის მეშვეობით გამოემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს, რომელთანაც 2022 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. "შერეული შეგრძნებები მეუფლება იმის გამო, რომ ამ წერილს გწერთ, "ჩელსის" ყველა წევრს. რომან აბრამოვიჩს, რომელმაც ამ გუნდში გადმომიყვანა, თანაგუნდელებს, რომლებმაც ამდენი ტიტულის მოგებაში შემიწყვეს ხელი, თანამშრომლებს, რომლემბაც კლუბში ყოფნა გამიადვილეს და, რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომლებიც თითოეულ ჯერზე ემოციების ზღვას მჩუქნიდნენ. ეს წარმოუდგენელი მოგზაურობა იყო და ახლა დამშვიდობება ნამდვილად ძალიან მიჭირს, თითოეული თქვენგანი ძალიან მომენატრება. მომავალში, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ." - დაწერა ესპანელმა "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის