სპორტი
ინტერმა იკარდის შემცვლელი იუვენტუსში იპოვნა

ინტერმა იკარდის შემცვლელი იუვენტუსში იპოვნა

იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანურმა გუნდმა იკარდის შემცვლელს მტრის ბანაკში მიაგნო. Tuttosport-ის ცნობით, "ინტერის" ხელმძღვანელობა იკარდისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა, ჯერჯერობით, მხარეები ფინანსურ საკითხზე ვერ გვარდებიან. სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან მსოფლიოს გრანდები, პირველ რიგში მადრიდის "რეალი", რომელიც მზადაა, იკარდი იანვარშივე შეიძინოს. იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი "ინტერს" დატოვებს, "ნერაძური" "იუვენტუსის" შემტევის, პაულო დიბალას გადაბირებას შეეცდება, რომლის მიმართ ინტერესს "პსჟ", "ბაიერნი" და "სიტიც" იჩენენ, ტურინულ კლუბს კი მის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტის მიღება სურს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის