სპორტი
ვინისიუსი რეალისგან 11-ნომრიან მაისურს ითხოვს

ვინისიუსი რეალისგან 11-ნომრიან მაისურს ითხოვს

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ბრაზილიელს სათამაშო ნომრის შეცვლა სურს. ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელს 11-ნომრიანი მაისურის მორგება სურს, რომელიც ამჟამად გუნდის უელსელ შემტევს, გარეტ ბეილს ეკუთვნის. თავად ბრაზილიელს კი ზურგზე 28 ნომერი აწერია. ისიც კი დაიწერა, რომ ვინისიუსმა აღნიშნული ნომერი "რეალს" "ფლამენგოდან" გადმოსვლისთანავე მოსთხოვა და ამის გაკეთებას მომავალშიც აპირებს. ვინისიუსი "რეალში" გასულ ზაფხულს გადავიდა და ტრანსფერმა საერთო ჯამში 61 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში მან ესპანეთის ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის