სპორტი
ბუფონი: "თუ პსჟ თანახმა იქნება, კიდევ მინიმუმ ერთი წლით მსურს აქ დარჩენა"

ბუფონი: "თუ პსჟ თანახმა იქნება, კიდევ მინიმუმ ერთი წლით მსურს აქ დარჩენა"

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ კარიერის გაგრძელების სურვილი გამოთქვა. "თუ "პსჟ" თანახმა იქნება, მსურს, კიდევ მინიმუმ ერთი წელი ვითამაშო. უცნაური 40-ზე მეტი წლის ადამიანი ვარ, რომელიც ფიქრობს, რომ ის ჯერ კიდევ 20-საა, მისი ამბიციები კი პატარა ბავშვისას აღემატება." - აღნიშნა ბუფონმა. აღსანიშნავია, რომ ბუფონის საფეხბურთო კარიერა "პარმაში", 1995 წელს დაიწყო. 2001-ში ის "იუვენტუსში" გადავიდა და მის შემადგენლობაში 17 სეზონი გაატარა. მიმდინარე სეზონში, ბუფონმა ლიგა 1-ის რვა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც საკუთარ კარში 4 გოლი მიიღო და 22 სეივი განახორციელა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის