სპორტი
სარი: "როდესაც ჩემი გუნდი მარცხდება, როგორც წესი, თმას ვიჭრი"

სარი: "როდესაც ჩემი გუნდი მარცხდება, როგორც წესი, თმას ვიჭრი"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა უცნაურ ჩვევაზე ისაუბრა. "ტოტენჰემთან" თასზე განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, იტალიელმა აღიარა, რომ თავისი გუნდის ყველა წაგების შემდეგ, თმას იჭრის. "როდესაც ჩემი გუნდი მარცხდება, როგორც წესი, თმის შესაჭრელად მივემართები. ასე, უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ვაკეთებ. "ნაპოლიში" სამწლიანი მუშაობის პერიოდში, ჩემი გუნდი 12-ჯერ დამარცხდა." - ციტირებს სარის სიტყვებს BBC. "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" საპასუხო შეხვედრა 24 იანვარს, "სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართება. სწორედ ამ შეხვედრაში გამოვლინდება ინგლისის თასის ფინალისტი.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის