სამართალი
მიქაუტაძე: ჩვენს მიერ წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზადაა, ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებაროს

მიქაუტაძე: ჩვენს მიერ წარმოდგენილი თითოეული კანდიდატი მზადაა, ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებაროს

მისი თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვერდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კრიტერიუმებზე იმსჯელებენ. “რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, მე თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის, რომ შემუშავებულ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა. პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიმები, ჩვენ მზად ვართ ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც სარეფორმო ჯგუფი შეთანხმდება”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის