სპორტი
სანჩო: "ბუნდესლიგაში დარჩენა მინდა"

სანჩო: "ბუნდესლიგაში დარჩენა მინდა"

"რეალის", "ბაიერნის" და "ბარსელონას" მხრიდან არსებულ ინტერესს ინგლისელი მშვიდად ეგებება. დორტმუნდის "ბორუსიას" 18 წლის შემტევმა გერმანულ ფეხბურთში დარჩენის სურვილი გამოთქვა. "ბუნდესლიგაში დარჩენა მსურს. უბრალოდ, ფეხბურთის თამაშის სურვილი გამაჩნია, აქ კი მაქვს ასეთი შესაძლებლობა. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ენის ბარიერი თავდაპირველად ძალიან მაღელვებდა, მაგრამ, როდესაც მოვედი და ვიხილე, რომ გარშემო თითქმის ყველა ინგლისურად კარგად საუბრობს, ყველაფერი გაცილებით გამიმარტივდა. გერმანული ენა უმაღლეს დონეზე არ ვიცი, მაგრამ, სწავლა უნდა გავაგრძელო. ადაპტაციამ კარგად ჩაიარა, საზღვარგარეთ წასვლა პრობლემად არ იქცა. ბავშვობიდანვე, სახლიდან მოშორებით მიწევდა ყოფნა, ამიტომ, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ვიფიქრე: "რატომ გერმანია არა? იყო ისეთი ხალხიც, ვინც ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ არ ღირდა, რადგან ბევრი რამ არ გამომივიდოდა. მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად აეწყო." - ციტირებს სანჩოს სიტყვებს Daily Mail.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის