სპორტი
რეალის მეკარე ჩემპიონშიპში გადადის

რეალის მეკარე ჩემპიონშიპში გადადის

მადრიდის "რეალის" ესპანელი მეკარე, კიკო კასილია, დიდი ალბათობით, კარიერას "ლიდსში" გააგრძელებს. Sky Sports-ის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი "რეალის" წარმომადგენლებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. სავარაუდოდ, კასილია სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირას გაივლის, რის შემდეგაც, კონტრაქტსაც გააფორმებს. კასილია "რეალის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ის გუნდის მესამე მეკარეა და არც ერთ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა. რაც შეეხება "ლიდსს", ამ გუნდს არგენტინელი მარსელო ბიელსა უდგას სათავეში და ის ჩემპიონშიპს 54 ქულით ლიდერობს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის