სპორტი
რეალს ბეტისთან შეხვედრაში შვიდი ფეხბურთელი გამოაკლდება

რეალს ბეტისთან შეხვედრაში შვიდი ფეხბურთელი გამოაკლდება

"სამეფო კლუბის" ცუდ ფორმას საკადრო პრობლემებიც ემატება. ხვალ, 13 იანვარს, სანტიაგო სილარი ლა ლიგაში ცხრილის წამყვან პოზიციაზე მყოფ გუნდს პირველად დაუპირისპირდება. "სამეფო კლუბი" "ბეტისს" ესტუმრება, რომელიც მიმდინარე სეზონში საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება და "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" დამარცხებაც კი მოახერხა. თავის მხრივ, 2019 წლის დადგომის შემდეგ, "რეალმა" ჩემპიონატის ორი შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო და მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა. "ბეტისთან" შეხვედრაში მადრიდელებს ნამდვილად ვერ დაეხმარებიან ბეილი, მარკოს ლორენტე, კურტუა, ტონი კროოსი, მარკო ასენსიო და მარიანო დიასი. ასევე, საეჭვოა ვინისიუსის ასპარეზობაც, რომელიც გაციებულია და გუნდის უკანასკნელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის