მსოფლიო
პარიზში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

პარიზში აფეთქება მოხდა - არიან დაშავებულები

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. ასევე უცნობია არიან თუ არა გარდაცვლილები. მედიის ცნობით, შემთხვევა Rue de Trevise-ის ქუჩაზე მოხდა, რის შედეგადაც ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის პირველი სართულის ნაწილში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და მეხანძრე მაშველები არიან მობილიზებული. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს ინციდენტის ადგილთან მდებარე სხვა ქუჩებზე გასვლისგან თავი შეიკავოს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის