სპორტი
ბარსელონამ კოუტინიოს ფასი დაასახელა

ბარსელონამ კოუტინიოს ფასი დაასახელა

ბრიტანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიური კლუბი კოუტინიოს გასასხვისებლად მზადაა. Mirror-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე და კაპიტანი, ლიონელ მესი, ბრაზილიელის სათამაშო ფორმით აღელვებულნი არიან და გუნდი მზადაა, კოუტინიო 140 მილიონ გირვანქად (157 მილიონი ევრო) გაყიდოს. თუმცა, გუნდის უპირველესი მიზანია, რომ ფეხბურთელმა ძველი ფორმა დაიბრუნოს და ამიტომ, მასთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც თავის გამოჩენისკენ და შედეგიანი თამაშის ჩვენებისკენ მოუწოდეს. კოუტინიო "ბარსელონაში" "ლივერპულიდან", 2018 წლის იანვარში გადავიდა. ახლა კი, პრესა სულ უფრო და უფრო აქტიურად წერს, რომ ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის