ეკონომიკა
საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა

საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა


2019 წლის 11 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალივაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევითი ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოსმხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ინდოეთის მხრიდან - ინდოეთისკომერციისა და მრეწველობის სამინისტროს დამატებითი მდივანი და ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი ბიდიუტ ბეჰარისვეინი.

შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა დოკუმენტს აღნიშნული კვლევის დასრულებასთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთის რესპუბლიკასა დასაქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ექნება პოზიტიური ეფექტი მხარეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და ორმხრივსაქონლით ვაჭრობაზე, ასევე დადებით გავლენას იქონიებს მომსახურებით ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობაზე, შექმნის ახალშესაძლებლობებს ბიზნესისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, კვლევის მთავარი შედეგის მიხედვით თავისუფალივაჭრობის შესახებ შეთანხმება განხორციელებადი და ორმხრივად მომგებიანი იქნება. ეს დასკვნა ეფუძნება საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობის დაინვესტიციების პოტენციალის შეფასებას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული კვლევა იძლევა რეკომენდაციას მხარეებმასავაჭრო მოლაპარაკების კომიტეტის შექმნის გზით დაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.

ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის ბიდიუტ ბეჰარი სვეინის განცხადებით, "ჩვენ შევაჯერებთ კვლევის შედეგებს და მასშემდეგ, რაც ინდოეთისა და საქართველოს მთავრობები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, დარწმუნებული ვარ, რომ მალევე დავიწყებთ თავისუფალივაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობას."

შესაბამისად, კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს და ინდოეთის მხარეები შეთანხმდნენ, უმოკლეს ვადაში განახორციელონშესაბამისი შიდა პროცედურები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიზნით.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ინდოეთში ექსპორტის შესაძლო ზრდა განისაზღვრა ისეთ სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მადნები, წიდადა ნაცარი, მეტალურგიული ნაწარმი, სამედიცინო პროდუქცია, ღვინო და სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული სოფლისმეურნეობის პროდუქტები და ა.შ. ხოლო, ინდოეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდა ნავარაუდებია შემდგომ პოზიციებზე: ცემენტი, მადნები, მინერალური საწვავი, პლასტმასის ნაწარმი, ელექტრომოწყობილობები და სხვა.

მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით კვლევის მიხედვით, ურთიერთმომგებიანი სავაჭრო პოტენციალი არსებობს ბიზნეს და პროფესიონალურიმომსახურების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული, ტურიზმის, აუდიო-ვიზუალური და მომსახურების სხვა სექტორებში.

გარდა ამისა, ინვესტიციების სფეროში კვლევა გამოყოფს ინდოეთიდან საქართველოში ინვესტიციებისათვის მიმზიდველ პოტენციურ სექტორებს, მათ შორისფერმერული მეურნეობის, ფარმაცევტულ, მეტალურგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის, აუდიო-ვიზუალურ, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი და სხვა სექტორებში. საქართველოდან ინდოეთში პოტენციურ საინვესტიციო სფეროებს წარმოადგენს ტურიზმის, განათლებისა და მეღვინეობის სექტორები.




წყარო: georgianpress.ge
გუშინ კვირის თვის