მსოფლიო
დიდთოვლობის გამო ევროპის ქვეყნებში სერიოზული პრობლემებია (ვიდეო)

დიდთოვლობის გამო ევროპის ქვეყნებში სერიოზული პრობლემებია (ვიდეო)

დიდთოვლობა ევროპის ქვეყნებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. შვეიცარიის სამთო კურორტზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც თოვლის საფარის ქვეშ ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანი აღმოჩნდა. დაშავდა სამი ადამიანი. სტიქიამ დააზარალა გერმანია, ავსტრია, შვედეთი და ნორვეგია.

გერმანიასა და ავსტრიაში ხეების თოვლის საფარისგან გასაწმენდად უკვე სამხედრო ვერტმფრენებს იყენებენ. ზოგიერთ რაიონში სასწავლო პროცესიც შეწყდა.

სტიქიას არა მარტო ჩრდილოეთით ებრძვიან, თოვლმა პრობლემები სერბიასა და საბერძნეთსაც შეუქმნა.


წყარო: newposts.ge
გუშინ კვირის თვის