მსოფლიო
“ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციების ფარგლებში 47 პირი დააკავეს

“ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციების ფარგლებში 47 პირი დააკავეს

საფრანგეთში საპროტესტო აქციები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. ტავდაპირველად მომიტინგეები ბენზინის ფასის გაზრდას აპროტესტებდნენ და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ. დემონსტრაციის ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებამ ბენზინზე ფასის გაზრდის შესახებ გადაწყვტილება ნახევარი წლით შეაჩერა. მოგვიანებით კი, მომიტინგეებმა ქვეყნის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილების გამოთქმა ისევ დაიწყეს. 5 იანვრიდან მოყოლებული, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა 3,5 ათასმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგანაც 100 დააკავეს. მაშინ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციაზე 25 ათასი ადამიანი გამოვიდა. ქვეყნის პრემიერმინისტრს ედუარ ფილიპის თქმით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან მოყოლებული, სულ დაკავებულია 5,6 ათასი ადამიანი.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის