საზოგადოება
სერგეენკო: ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში

სერგეენკო: ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში

“ეს მარაგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოთხოვნა გაიზრდება. თუმცა ჩვენ თავს ვიზღვევთ და უკვე ვუკვეთავთ, რომ ერთ კვირაში დამატებითი მარაგი მივიღოთ”, – განაცხადა სერგეენკომ. მინისტრმა სტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ შეჯამებული მონაცემები ორშაბათს დილით ექნება.ამჟამად კი სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში “ჩვენ ორშაბათს დილით გვექნება შეჯამეული მონაცემები.დღეს გვან ღამით გვექნება წინასწარი მონაცემები.რაც კლინიკებიდან მოგვდის შემაჯამებელი მონაცემები ინფორმაცია,კვლავ კლების ტენდენციაზე მიანიშნებს.პიკური იყო 277, მერე 256 და მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ნაკლები იქნება.დღეს არ ყოფილა ფატალური შემთხვევა, არ გვქონია დადასტურებული გრიპით. ამბულატორიებში მიმართვიანობა სტაბილურად მაღალია.ნაკადი საგნძნობლად კლებულობს, ამჟამად სტაციონარებში 640 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 42 რეანიმაციულ განყოფილებაში”, – აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის,ანტივირუსული პრეპარატის “ტამიფლუს” მარაგი უკვე საქართველოშია.ქვეყანაში შემოტანილი „ტამიფლუს“ ახალი მარაგის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სააფთიაქო სთვის განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად დაესწრო.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის