მსოფლიო
ევროკავშირი მხარს უჭერს მაკედონიის გადაწყვეტილებას სახელის შეცვლასთან დაკავშირებით

ევროკავშირი მხარს უჭერს მაკედონიის გადაწყვეტილებას სახელის შეცვლასთან დაკავშირებით

“ჩვენი გულწრფელი მილოცვა საკონსტიტუციო ცვლილებების სესახებ საპარლამენტო კენჭისყრასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეს, მაკედონიისა და საბერძნეთის პრემიერმინისტრებს ზორან ზაევსა და ალექსის ციპრასს შორის გაფორმებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. ბრიუსელში აგრეთვე აღნიშნავენ, რომ შეთანხმება ევროპის რეგიონისათვის და მთელი ევროპისთვისაც სამაგალითოა. 11 იანვარს, ხმის მიცემაზე 120 დეპუტატიდან 81-მა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც რესპუბლიკისთვის სახელის გადარქმევას ითვალისწინებს. ეს გახდა პირველი ნაბიჯი მაკედონიასა და საბრეძნეთის შეთანხმების რეალიზაციაში, რომელსაც ხელი 2018 წლის 17 ივნისს მოეწერა.
წყარო: ipress.ge
გუშინ კვირის თვის