საზოგადოება
სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

სავარაუდოდ, H1N1-ის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. „რუსთავი 2“-ის ცნობით, ახალგაზრდა ქალი თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში იყო მოთავსებული. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი გახდა, თუმცა, ლაბორატორიულად ვირუსის სახეობა ჯერ დადასტურებელი არ არის. ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით გარდაცვალების 16 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
წყარო: epn.ge
გუშინ კვირის თვის