სპორტი
პარი სენ-ჟერმენმა კაცნაკლული ამიენი გაანადგურა და წაუგებელი სერია გაიხანგრძლივა [VIDEO]

პარი სენ-ჟერმენმა კაცნაკლული ამიენი გაანადგურა და წაუგებელი სერია გაიხანგრძლივა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონის წაუგებელი სერია გრძელდება. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში "პარი სენ-ჟერმენი" "ამიენს" ესტუმრა და პირველ ტაიმში დიდი უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში მაინც არ გაიხსნა. სამაგიეროდ, მეორე ნახევრის მე-12 წუთზე თავის გამოჩენა ედინსონ კავანიმ, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მოახერეხა. მატჩის 66-ე წუთზე მასპინძელთა ფეხბურთელი, ხალედ ადენონი, ორი ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ გააძევეს, რამაც "პსჟ-ს" საქმე კიდევ უფრო გაამარტივა. დედაქალაქელებმა დარჩენილ დროში კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. თავი კილიან მბაპემ და მარკინიოსმა მოახერხეს, რამაც "პსჟ-ს" გამარჯვება ოფიციალურად დააფიქსირა. 20 ტურის შემდეგ, "პსჟ" უახლოეს მდევარს, "ლილს", 13 ქულით უსწრებს, თუმცა, პარიზელებს ორი მატჩით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული და შესაძლოა, სხვაობა კოლოსალური გახდეს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის