სპორტი
ემერიმ განმარტა თუ რატომ არ ათამაშა იოზილი

ემერიმ განმარტა თუ რატომ არ ათამაშა იოზილი

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, "ვესტ ჰემთან" დერბიში მარცხის (0:1) შემდეგ მესუთ იოზილის თადარიგში დატოვება ახსნა. "ავირჩიე მოთამაშეები, რომლებიც ამ მატჩისთვის საუკეთესო ვარიანტებად ჩავთვალე. ჩვენ მასთან ერთად ვიგებთ და ვაგებთ. არცერთი მოთამაშე არ იყიდება! მან ამ კვირაში ნორმალურად ივარჯიშა. როგორც უკვე აღვნიშნე, იოზილი გუნდის წევრია და დღეს სხვა მოთამაშეებზე გავაკეთე არჩევანი", - განმარტა ესპანელმა სპეციალისტმა. ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში "მეთოფეები" სტუმრად "ვესტ ჰემთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ და მესუთ იოზილმა მთელი შეხვედრა სათადარიგო სკამზე გაატარა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის