სპორტი
აზარმა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

აზარმა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა

ლონდონის "ჩელსის" გარემარბმა, ედენ აზარმა, თავისი ყველა დროის ფავორიტი დაასახელა. "თქვენ ამბობთ, რომ მსოფლიოს ორი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს? არა. ასეთი მხოლოდ ერთია და ის ლიონელ მესია! "ბარსელონასთან" გამართული ორი მატჩი 2018 წელს ყველაზე კარგად ნამდვილად არ დამამახსოვრდა. მოხარული ვიყავი "ბარსასა" და მესის წინააღმდეგ თამაშით, მაგრამ ვერ ვითამაშე ისე, როგორც ველოდი. ჩემი სამივე ვაჟი ესწრებოდა "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ მატჩს. უფროსი მესის დიდი ფანია, ზოგადად, ყველანი მესის ფანები ვართ. მას იმ დღეს ლეოს ხილვა სურდა, რადგან ის განსაკუთრებული მოთამაშეა", - განაცხადა 28 წლის ბელგიელმა. "ჩელსი" კატალონიურ გრანდს ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში მერვედფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდა. პირველი შეხვედრა ლონდონში ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო "კამპ ნოუზე" ესპანელებმა 3:0 იმარჯვეს. ლეო მესიმ "სტემფორდზე" წონასწორობა აღადგინა, ხოლო საპასუხო მატჩში დუბლი გაიფორმა და ამ ორმატჩიან დუელში განსხვავება შექმნა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის