სპორტი
პელეგრინი: "ტოპ გუნდივით ვითამაშეთ"

პელეგრინი: "ტოპ გუნდივით ვითამაშეთ"

"ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი, გამოცდილი მანუელ პელეგრინი, "არსენალთან" დღევანდელი გამარჯვებით (1:0) ძალიან კმაყოფილია. "მიუხედავად "არსენალის" მოთამაშეების უმაღლესი დონისა, მეტოქეს არცერთი მომენტი არ შევაქმნევინეთ. უფრო მეტიც, ჩვენ ტოპ გუნდის ფისოქლოგიით ვიმოქმედეთ და მეორე გოლის გატანა გვინდოდა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ სწორედ ასე გვეთამაშა", - განაცხადა 65 წლის ჩილელმა სპეციალისტმა. "ჩაქუჩებმა" ლონდონური დერბი საკუთარ მოედანზე დეკლაინ რისის გოლით მოიგეს და 31 ქულით მე-9 პოზიციაზე გადავიდნენ.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის