სპორტი
კლოპი: "ამ სეზონში ლივერპულს აქვს ის, რაც წინა წელს აკლდა"

კლოპი: "ამ სეზონში ლივერპულს აქვს ის, რაც წინა წელს აკლდა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, "ბრაიტონთან" დღევანდელი რთული გამარჯვება (1:0) შეაფასა. "გამარჯვება ძალიან რთულად მოვიპოვეთ და ასეც უნდა იყოს. ეს სერიოზული, საკმაოდ სერიოზული, მატჩი იყო. ყველამ იცის თუ როგორი რთულია "ბრაიტონთან" გასვლა. ეს არის კარგად ორგანიზებული გუნდი, რომელიც მუდმივად სწრაფ კონტრშეტევებზე ფიქრობს, ამიტომ ძალიან კრეატიული უნდა იყო და აგრეთვე, მზად იყო გრძელი გადაცემებისთვის შენი საჯარიმოს მიმართულებით. ეს ჩემი გუნდის შესრულებით ძალიან სოლიდური თამაში იყო. ამ სეზონში ეს ჩვენი ახალი უნარია, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველი. საბოლოო ჯამში კი, თამაში მომეწონა. ეს საფეხბურთო ოპერა არ არის, მაგრამ მშვენიერი სიმღერაა", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა. მერსესაიდულმა გრანდმა მოჰამედ სალაჰის გოლით იმარჯვა და 57 ქულით დროებით "მანჩესტერ სიტის" 7 ქულით გაექცა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის