სპორტი
დაჩი კოპაძე: "ლოკომოტივმა კონტინენტის ფარზე თამაშით დიდი გამოცდილება მიიღო"

დაჩი კოპაძე: "ლოკომოტივმა კონტინენტის ფარზე თამაშით დიდი გამოცდილება მიიღო"

თბილისის "ლოკომოტივმა" კონტინენტის ფარის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ავჭალის სტადიონზე "ფიამე ორო რომა" მიიღო და დიდი ანგარიშით 47:10 დაამარცხა. "რკინიგზელებმა" მეტოქეს 6 ლელო დაუდეს, საპასუხოდ კი 2 გაუშვეს და ბონუსით იმარჯვეს, რითაც ჯგუფში გალიდერდნენ, მაგრამ ყველაფერი ერთი კვირის თავზე გასამართ მატჩზეა დამოკიდებული: "ფიამე ორო" შინ "კალვიზანოს" ეთამაშება. იმ შემთხვევაში, თუ "კალვიზანო" მოიგებს, პლეი-ოფში იტალიური კლუბი გავა, ხოლო საქართველოს ჩემპიონი კარგი შედეგების მიუხედავად, ტურნირს დაემშვიდობება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, GOAL.GE თბილისური კლუბის მეორეხაზელს დაჩი კოპაძეს დაუკავშირდა და როგორც დღევანდელ, ასევე იტალიური კლუბების მომდევნო მატჩზე კომენტარის გაკეთება სთხოვა, რომელსაც აქვე გთავაზობთ. "ლოკომოტივმა დიდი გამოცდილება მიიღო ამ ტურნირზე გამოსვლით. გავძლიერდით და სათამაშო დისციპლინა დავხვეწეთ, რაც ჩვენს გამარჯვებებზე აისახა. რაც შეეხება დღევანდელ შედეგს, გუნდში საბრძოლო განწყობა იყო, ყველაფრისთვის მზად ვიყავით, საკუთარი კედლები გვიმაგრებდა ზურგს და ჩვენი მაყურებელი, რაც ჩვენთვის დიდი მოტივაციაა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩვენს გულშემატკივარს. 19 იანვარს, "კალვიზანოს" და "ფიამე ოროს" შორის გასამართ მატჩზე ყველაფერია დამოკიდებული, გავალთ თუ არა შემდეგ ეტაპზე. წინასწარ გამიჭირდება იმის თქმა, თუ როგორ მორჩება ეს შეხვედრა, მაგრამ დიდი სურვილი გვაქვს, რომ "კალვიზანო" დამარცხდეს, რაც "ლოკომოტივს" კონტინენტის ფარის პლეი-ოფის საგზურს მოუპოვებს", - განაცხადა კოპაძემ. სატურნირო მდგომარეობა მარიამ გაგნიძის ფოტო
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის