სპორტი
მანჩინი: "ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ზედიზედ მოგება მინდა!"

მანჩინი: "ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ზედიზედ მოგება მინდა!"

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, თავისი ამბიციური ოცნება გაამხილა. "ჩვენ მივდივართ გზით, რომელიც თავის დროზე არიგო საკიმ, რომელმაც ფეხბურთი 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში არანორმალურად შეცვალა, აირჩია. მინდა, რომ გუნდი მუდმივად ფლობდეს ინიციატივას და უტევდეს. აქედან უკვე ახლა გამოგვდის რაღაც, მაგრამ საკუთარი მომენტების უკეთ რეალიზაციაა საჭირო. იტალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარება - რაღაც არანორმალურია! აქ ამბიციური მიდგომაა საჭირო. მაგალითად, ვოცნებობ, რომ იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო და მსოფლიო ჩემპიონატი ერთმანეთის მიყოლებით მოვიგო", - აღნიშნა მანჩინიმ. რობერტო მანჩინიმ "სკუადრა აძურა" 2018 წლის გაზაფხულზე ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა 9 თამაშიდან 3 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 2 წააგო. უეფას ერთა ლიგაზე იტალიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და A ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის