სპორტი
პაკეტა: "მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა!"

პაკეტა: "მილანთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა!"

"მილანის" ახალწვეულმა, ლუკას პაკეტამ, თავის ახალ კლუბთან ერთად დასახულ სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. "იმედი მაქვს, თანაგუნდელებთან ერთად "მილანს" გამარჯვების გზაზე დავაბრუნებთ, ტიტულებს მოვიპოვებთ და გულშემატკივრებს გავახარებთ. გატუზომ და მთელმა გუნდმა ისე მიმიღეს, რომ თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ. მწვრთნელი - მშვენიერი ადამიანია, ის მოთამაშეებს დიდ ენერგიასა და მოტივაციას აძლევს. ვიცი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება, მე კი მინდა, რომ "მილანთან "ერთად ეს ტურნირი მოვიგო!", - განაცხადა 21 წლის ბრაზილიელმა. ლუკას პაკეტა "როსონერის" იანვარში "ფლამენგოდან" 35 მილიონ ევროდ შეუერთდა და 2023 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. მილანურ გრანდს ჩემპიონთა ლიგის ტიტული 7-ჯერ აქვს მოპოვებული, მაგრამ ტურნირზე ბოლოს 2013/14 წლების სეზონში იასპარეზა.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის