სპორტი
ანჩელოტი: "რასიზმი მხოლოდ ნაპოლის პრობლემა არ არის!"

ანჩელოტი: "რასიზმი მხოლოდ ნაპოლის პრობლემა არ არის!"

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, გამოცდილმა კარლო ანჩელოტიმ, ფეხბურთში რასიზმის თემაზე ისაუბრა. "ხალხი ისე იქცევა, რომ თითქოს ეს მხოლოდ "ნაპოლის" პრობლემა იყოს, ხოლო რეალურად ეს სრულიად იტალიური ფეხბურთისა და სამყაროს პრობლემაა. რასიზმი სპორტში მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს. თუმცა ამ პრობლემის აღმოფქვრა სწორი მიდგომით არის შესაძლებელი. მთავარი არის ამ პრობლემის მოგვარების სურვილი. ეს ერთა კულტურის საკითხია, რომელიც სპორტში მკაფიოდ ვლინდება", - განმარტა ანჩელოტიმ. წლის ბოლოს "ინტერისა" და "ნაპოლის" შეხვედრაში (1:0) "ნერაძურის" ქომაგები ნეაპოლური კლუბის მცველს, კალიდუ კულიბალის, მთელი მატჩის განმავლობაში რასისტულ შეურაცხჰყოფას აყენებდნენ, რის გამოც "ინტერი" მომდევნო ორ საშინაო თამაშს ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაატარებს.
წყარო: goal.ge
გუშინ კვირის თვის